2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხრიდან
დაიღუპა დაშავდა
408 2232
ადამიანი
2008 წლიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სიცოცხლის ხელყოფის
რამდენიმე ათეული
შემთხვევა დაფიქსირდა
ომის შემდეგ ათი წლის მანძილზე, გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ
1146
საქართველოს მოქალაქე დააკავეს
2008 წლის შემდეგ,
საქართველომ კონტროლი კიდევ
125
სოფელზე დაკარგა
საკუთარი სახლი დაკარგა
და დღემდე დევნილობაში ცხოვრობს
საქართველოს
20 ათასზე მეტი
მოქალაქე
პროექტი 08.08.08 ადამიანების მეხსიერებას ინახავს
და თავს უყრის ისტორიებს, რომლებიც
პოლიტიკურ და მედია ნარატივებში დაკარგულია.
ლია
ერგნეთი
გაიოზი
ქვემო აჩაბეთი
გაიოზი და ლილი
დისევი
ნათელა
ხურვალეთი
გოგია
კნოლევი
დალი
აჩაბეთი
ჩასარბენი ციხე
ეთერი
ერედვი
ელიკო
ზარდიაანთკარი
ვახტანგი და მაყვალა
კეხვი
ლია
კოშკა
თინა
გუგუტიანთკარი
იაკობი და თამარი
ქურთა
იღუმენია მარიამი
გორი
კაცები პერევში
პერევი
ვახო
ქსუისი
დაკარგული
აკაკი
ნიქოზი
ნელი
კეხვი
ზინა
კეხვი
კომპოტი
ევანდი და ზიანა
ერედვი
ლია
ვაჟა
ერედვი
ლუიზა
ქურთა
მაგდა
გორი
მაგული
ერგნეთი
ომარი
ერედვი
თამაზი
კეხვი
მადინა
კნოლევი
ქალები კოშკაში
კოშკა
მერცხლები
მადონა
დისევი
მანანა
ქურთა
მზია
ზარდიაანთკარი
მარგო
ქსუისი
თამაზი
ქსუისი
მახო
ქსუისი
გალინა
ქემერჩი
ნარგიზა და ჯემალი
ზარდიაანთკარი
ნანა
გორი
ტყვედ
ნინო
ერედვი
ნუგზარი
პერევი
დედა-შვილი
ბერულა
ულიანა
გორი
ფრიდონ და ლეილა
კარალეთი
ფრიდონი
ქსუისი
ციცო
ერედვი
ქეთევანი და მიტო
კარალეთი
ქეთო და ლერი
კოდისწყარო
შერმადინი
კეხვი
ცისანა
ბერულა
მერი
ზარდიაანთკარი
ციცინო
მადონა კნოლევიდან
ზოია და ელიკო
ზარდიაანთკარი
ირაკლი
თბილისი
ეთერი და მახო
დისევი
ვალენტინა
ზარდიაანთკარი
ზოია
ზარდიაანთკარი
თენგო
ნიქოზი
გივიკო
გორი
ნადია
ზნაუ
თამარა
ახალგორი
სოფიო
გორი

2003

სოხუმის პირველი განცხადება ვარდების რევოლუციის შემდეგ
1
დეკემბერი
სოხუმის პირველი განცხადება ვარდების რევოლუციის შემდეგ

„აფხაზური მხარე იმედოვნებს, რომ მომავალში საქართველო და აფხაზეთი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, განავითარებენ ურთიერთობებს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. აფხაზური მხარე არ აპირებს, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი განიხილოს“, - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაქსიმ ღვინჯია.

პუტინის განცხადება
18
დეკემბერი
პუტინის განცხადება

„რუსეთი დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმ პირობით, რომ არ შეილახება კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებები“, - ვლადიმირ პუტინი

2004

სააკაშვილი მოულოდნელად ცხინვალში ჩადის
3
იანვარი
სააკაშვილი მოულოდნელად ცხინვალში ჩადის

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთოსურ მხარესა და ეუთოსთან შეთანხმების გარეშე, ცხინვალის რეგიონში ჩადის და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს. „მისი ეს ნაბიჯი სიმბოლური იყო და ხელი არ შეგვიშლია. მომავალში კი ასე თვითნებურად ცხინვალის რეგიონში ჩამოსვლა ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მოხდება“, - აცხადებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი.

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები თბილისში
10
თებერვალი
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები თბილისში

წლების შემდეგ აფხაზეთის დელეგაცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში
11
თებერვალი
სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში

„ჩვენ შევძელით საერთო ენის გამონახვა. ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით [შევარდნაძე], მასთან პრობლემები არ მქონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები დაიწყებენ მუშაობას აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე.

თბილისის მხარდაჭერა მოსკოვს
17
თებერვალი
თბილისის მხარდაჭერა მოსკოვს

საქართველო მხარს უჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

მოსკოვი აძლიერებს გავლენას ცხინვალზე
1
მაისი
მოსკოვი აძლიერებს გავლენას ცხინვალზე

მაისში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრად ინიშნება ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების მონაწილე - რუსული არმიის პოლკოვნიკი, ბარანკევიჩი. პუტინი ხელს აწერს ცხინვალის პოლიტიკურად, სოციალურ-ეკონომიკურად და სამხედრო მიმართულებებით გააქტიურების დირექტივას.

რუსული ბაზა ჯავასთან
11
მაისი
რუსული ბაზა ჯავასთან

რუსეთი იწყებს სამხედრო ბაზის მშენებლობას ჯავასთან.

სააკაშვილის შეთავაზება სოხუმსა და ცხინვალს
26
მაისი
სააკაშვილის შეთავაზება სოხუმსა და ცხინვალს

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თავიანთ მშობლიურ ენებზე მიმართავს: თბილისი მზად არის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომიების სტატუსი შესთავაზოს.

დამატებითი რუსული ტექნიკა ცხინვალის რეგიონში
6
ივნისი
დამატებითი რუსული ტექნიკა ცხინვალის რეგიონში

რუსეთს ცხინვალის რეგიონში შეაქვს: 70 ტანკი Т-72, 20 „გრადი“, 30 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ნაღმმტყორცნების, იარაღისა და ტყვია-წამლის დიდი მარაგი.

ერგნეთის ბაზრობის დახურვა
11
ივნისი
ერგნეთის ბაზრობის დახურვა

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრაბანდის გამო, ერგნეთის ბაზრობა სახელმწიფო ხაზინას ყოველწლიურად 120 მლნ აშშ დოლარის ზარალს აყენებს და ბაზრობას ხურავს. ბაზრობა კონფლიქტის ზონასთან, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის, არაფორმალური კომუნიკაციის ყველაზე ინტენსიური ადგილი იყო.

ულტიმატუმი ცხინვალს
22
ივნისი
ულტიმატუმი ცხინვალს

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს, სოფელ არგვეთში, თამარ ღამბაშიძე დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთის ძალოვან უწყებებს 48 საათს აძლევს დამნაშავის დასაკავებლად.

სააკაშვილის განცხადება
26
ივნისი
სააკაშვილის განცხადება

„სამხრეთ ოსეთში ვითარება აჭარის მსგავსად წარიმართება, ამას თავად ხალხი უმოკლეს პერიოდში გააკეთებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსული ავტოკოლონის დაკავება
7
ივლისი
რუსული ავტოკოლონის დაკავება

საქართველოს შინაგანმა ჯარმა რუსი სამშვიდობოების იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული მანქანები დააკავა. „ასეთი დიდი რაოდენობის იარაღი არ შეიძლება სამშვიდობო მიზნებისთვის იყოს განკუთვნილი. ჩვენ ამ მანქანებს გორში წავიყვანთ და გამოძიებას დავიწყებთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. რუსეთმა განაცხადა, რომ სამშვიდობოების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების საკითხი შერეული სამშვიდობო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო და მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ამ მოვლენას ქართულ-ოსური კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა, რომელიც 2004 წლის 19 აგვისტოს დასრულდა.

ცხინვალის პასუხი
8
ივლისი
ცხინვალის პასუხი

საქართველოს შინაგანი ჯარი, ოსურ და რუსულ მხარეებთან შეუთანხმებლად, ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ზრდის. რუსული ავტოკოლონის დაკავებისა და ქართული სამშვიდობოების რაოდენობის შეუთანხმებლად გაზრდის საპასუხოდ, ოსური მხარე სოფელ ვანათს იკავებს და ორმოცდაათამდე ქართველ სამშვიდობოს ატყვევებს. ქართველი ტყვეები ცხინვალში ჩაჰყავთ და ქალაქის ცენტრში, მოედანზე აჩოქებენ.

ქართველ სამშვიდობოებს ათავისუფლებენ
9
ივლისი
ქართველ სამშვიდობოებს ათავისუფლებენ

„კოკოითი მწარედ ინანებს იმის გამო, რომ აიძულა ჩვენი ჯარისკაცები, დაჩოქილიყვნენ. ამას მას არასოდეს ვაპატიებთ“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ოქრუაშვილმა. საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ქართული მხარე რეგიონში „საომარი მოქმედებების“ დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა. „საქართველოს ომი სურს და ჩვენც მზად ვართ თავდაცვისთვის“, - თქვა კოკოითიმ.

სააკაშვილის პირობა
10
ივლისი
სააკაშვილის პირობა

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება შეძლო, თუმცა გარკვეულ ძალებს რუსეთში, არ სურთ საქართველოში მშვიდობა. „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს საქართველოს ჩათრევა ფართომასშტაბიან კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის“, - აცხადებს სააკაშვილი და იქვე დასძენს, რომ ცხინვალის რეგიონზე საქართველო ძალიან მალე აღადგენს კონტროლს.

ქართული საკოორდინაციო ცენტრი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
10
ივლისი
ქართული საკოორდინაციო ცენტრი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე

ცენტრს ერედვში პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უხელმძღვანელებს, რაც გულისხმობს სისტემატურ შესვლას კონფლიქტის ზონაში.

რუსეთი საქართველოს ჯარების გაყვანას მოითხოვს
13
ივლისი
რუსეთი საქართველოს ჯარების გაყვანას მოითხოვს

„სამი ათასამდე ქართველი სამხედრო იმყოფება ამჟამად კონფლიქტის რეგიონში, - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, - რაც დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს“. ივანოვი აცხადებს, რომ ერთობლივი შეთანხმების მიხედვით, მხარეებს არ აქვთ ხუთასზე მეტი ჯარისკაცის განთავსების უფლება კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ ერთობლივ სამშვიდობო კონტინგენტში. ქართული მხარე უარყოფს, რომ კონფლიქტის ზონაში ზედმეტი სამხედრო ძალები ჰყავს განთავსებული.

მსხვერპლი ცხინვალის რეგიონში
1
აგვისტო
მსხვერპლი ცხინვალის რეგიონში

„ორი ქართველი მსუბუქად დაიჭრა. ჩვენი ინფორმაციით, სულ ცოტა, ექვსი ოსი გარდაიცვალა. ჩვენ მას შემდეგ გავხსენით ცეცხლი, რაც სამხრეთ ოსეთის მხარე თავს დაგვესხა. მომავალშიც გავხსნით ცეცხლს და ადეკვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ ყველა თავდასხმას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ივლისის ბოლოს ლოკალური შეტაკებები ინტენსიურ ხასიათს იღებს. სროლების პროვოცირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მსხვერპლი დიდი ლიახვის ხეობაში
12
აგვისტო
მსხვერპლი დიდი ლიახვის ხეობაში

დაღუპულია სამი ქართველი. სროლები ძირითადად სოფელ სარაბუკიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისმოდა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა ქართული მხრიდან. ცხინვალი დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კონფლიქტის ზონაში ორი ქართველი იღუპება
16
აგვისტო
კონფლიქტის ზონაში ორი ქართველი იღუპება

ორმხრივი სროლა მთელი ღამე გრძელდება და ცხინვალის რეგიონში, ერედვსა და თამარაშენის სიახლოვეს ორი ქართველი ჯარისკაცი იღუპება. თბილისის ინფორმაციას, თხუთმეტამდე ოსი შეიარაღებული პირის დაიღუპვის შესახებ, ცხინვალი არ ადასტურებს.

ერედვში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
17
აგვისტო
ერედვში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ბოლო კვირის მანძილზე კონფლიქტის ზონაში ცხრა ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თბილისის ცნობით, ოსური მხრიდან დაღუპულია ოცამდე მეომარი, რომელთა უმრავლესობა დაქირავებული ჩრდილოკავკასიელები არიან. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ცხინვალი. ქართული მხარის მტკიცებით, სოფელ ერედვზე გახშირებული იერიშის მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოვლით გზაზე კონტროლის დამყარებაა. ეს გზა ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე დიდი ლიახვის ქართულ სოფლებს ცხინვალის გვერდის ავლით თბილისთან აკავშირებს.

შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
18
აგვისტო
შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

სროლების შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ცხინვალის რეგიონში კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სულ ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის რაოდენობამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 16-ს მიაღწია. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, რომელიც ძირითადად ქართულ სოფლებს ერედვსა და ვანათს მოიცავდა, მასიური დაბომბვების გამო დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. გვიან ღამით სოფელ ერედვში უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა. სამხრეთოსური მხარე ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

საქართველოს დამატებითი შეიარაღება გაჰყავს
19
აგვისტო
საქართველოს დამატებითი შეიარაღება გაჰყავს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი მზად არის კონფლიქტის ზონიდან ყველა დამატებითი შეიარაღებული ძალა გაიყვანოს, რომელიც 8 ივლისს, მხარეებთან შეუთანხმებლად განათავსა. თბილისი ასევე მზად არის, გადასცეს სამმხრივ - ქართულ-რუსულ-ოსურ - სამშვიდობო ძალებს ის სტრატეგიული სიმაღლეები, რომლებიც შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ნაწილებმა დაიკავეს.

კონფლიქტების „ეტაპობრივი მოგვარების“ გეგმა
21
სექტემბერი
კონფლიქტების „ეტაპობრივი მოგვარების“ გეგმა

სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოდის და რამდენიმე ნაბიჯის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ესენია: კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია და თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება.

ჟვანია-კოკოითის შეხვედრა სოჭში
5
ნოემბერი
ჟვანია-კოკოითის შეხვედრა სოჭში

მხარეები ხელს აწერენ მემორანდუმს კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაციის შესახებ. რეგიონში ვითარებას მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ.

ფედერალური სტატუსის შეთავაზება
17
დეკემბერი
ფედერალური სტატუსის შეთავაზება

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმების მომზადება დაავალა. მას სურს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ყველაზე ფართო - ფედერალური სტატუსი მიენიჭოთ.

2005

ახალი სამშვიდობო გეგმა
26
იანვარი
ახალი სამშვიდობო გეგმა

საქართველომ ევროპის საბჭოს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა წარუდგინა.

ტერორისტული აქტი გორში
1
თებერვალი
ტერორისტული აქტი გორში

გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა სამი პოლიციელი იმსხვერპლა, დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. საქართველოს მთავრობამ მიანიშნა, რომ ეს ტერაქტი უცხო ძალების დაგეგმილი იყო.

სამშვიდობო პროცესი შეჩერდა
20
სექტემბერი
სამშვიდობო პროცესი შეჩერდა

როცა ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, სავარაუდოდ ქართულ სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა. სამი ნაღმის აფეთქების შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი დაშავდა. ქართულმა მხარემ უარყო ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი. ამ ინციდენტმა სამშვიდობო პროცესი შეაჩერა.

დადგენილება რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე
11
ოქტომბერი
დადგენილება რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას „პროვოკაციული“ უწოდა.

თბილისი ცხინვალის მთავრობას „კრიმინალურ რეჟიმს“ არქმევს
26
ნოემბერი
თბილისი ცხინვალის მთავრობას „კრიმინალურ რეჟიმს“ არქმევს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ნოემბერს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სქემა სახელწოდებით „ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმი“. სქემის თავში სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის ფოტო იყო წარწერით: „რეკეტი, კონტრაბანდა, გატაცება, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა“.

2006

აფხაზური მხარის სამშვიდობო გეგმა
24
იანვარი
აფხაზური მხარის სამშვიდობო გეგმა

სოხუმი პირველ რიგში საომარი მოქმედებების განუახლებლობის საერთაშორისო გარანტიებს ითხოვს. კონფლიქტის მოგვარების მეორე ნაბიჯად კი ბაღაფში აფხაზეთისთვის „საერთაშორისო იზოლაციის“ მოხსნას ასახელებს.

შეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე
29
მარტი
შეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას საკოორდინაციო საბჭოს განახლების თაობაზე. ირაკლი ალასანია სოხუმში პრეზიდენტის მრჩევლის რანგში ჩადის. სერგეი შამბა ალასანიასთან შეხვედრას უჩვეულოდ ნაყოფიერს უწოდებს.

რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეკრულება
31
მარტი
რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეკრულება

საქართველომ და რუსეთმა ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი - ერთი ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ეხება, ხოლო მეორე - რუსეთს სამხედრო ტვირთის საქართველოზე ტრანზიტის საშუალებას აძლევს. მიღწეულ შეთანხმებებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ისტორიული“ უწოდა და „საქართველოს კონსტრუქციული დიპლომატიის გამარჯვებად“ შეაფასა.

ახალი რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთში
1
მაისი
ახალი რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთში

მაისში ჯავასთან იწყება ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც 2500 სამხედროზეა გათვლილი. რუსეთი იწყებს კონსულტაციებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ მათი სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ.

აფეთქება ცხინვალში
9
ივლისი
აფეთქება ცხინვალში

აფეთქების შედეგად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლეგ ალბაროვი დაიღუპა. კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ მომხდარი „კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო“. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ კი ამ შემთხვევას ცხინვალში ჩინოვნიკების კრიმინალური გარჩევა უწოდა.

რუსული სამშვიდობო მისიის შეწყვეტის მოთხოვნა
18
ივლისი
რუსული სამშვიდობო მისიის შეწყვეტის მოთხოვნა

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთ-ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, - წერია დადგენილებაში, რომელშიც რუსეთი „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობაშია“ დადანაშაულებული.

სააკაშვილი მოსკოვში აღარ მიდის
21
ივლისი
სააკაშვილი მოსკოვში აღარ მიდის

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ჩაიშალა.

ოპერაცია კოდორის ხეობაში
27
ივლისი
ოპერაცია კოდორის ხეობაში

25 ივლისს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა განელაგებინა და შევარდნაძის მთავრობის დროინდელი ყოფილი რწმუნებულისა და გასამხედროებული ჯგუფის „მონადირის“ მეთაურის, ემზარ კვიციანის განაიარაღების მიზნით, ხეობაში შეიარაღებული ოპერაცია წამოიწყო.

„ახალი საგზაო რუკა“
22
სექტემბერი
„ახალი საგზაო რუკა“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეცვალოს რუსული სამშვიდობო ოპერაციის ფორმატი საქართველოს კონფლიქტის ზონებში. სააკაშვილმა „ახალი საგზაო რუკის“ მონახაზი წარადგინა, რომელიც ეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციას გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით.

რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლას წყვეტს
2
ოქტომბერი
რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლას წყვეტს

სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტის საბაბად, ოფიციალურმა მოსკოვმა ქართული ავიაკომპანიების მიერ 2001 წლიდან რუსეთისადმი დაგროვილი დავალიანება დაასახელა, რაც 3,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მსჯელობენ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებაც.

ალტერნატიული არჩევნები და რეფერენდუმი
12
ნოემბერი
ალტერნატიული არჩევნები და რეფერენდუმი

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პარალელურად ორი არჩევნები და ორი რეფერენდუმი ჩატარდა. სეპარატისტული ხელისუფლების ორგანიზებულ არჩევნებში ედუარდ კოკოითი „პრეზიდენტად“ აირჩიეს, ხოლო რეფერენდუმზე მოსახლეობამ რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. თბილისის მხარდაჭერილ „ალტერნატიულ არჩევნებში“ სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვა, რეფერენდუმზე მოსახლეობამ საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნა აირჩია. მოსკოვმა პრეზიდენტად ედუარდ კოკოითი აღიარა.

2007

კოსოვო და დსთ-ის კონფლიქტები
21
იანვარი
კოსოვო და დსთ-ის კონფლიქტები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარება პრეცედენტული იქნება დსთ-ის სივრცისთვისაც. „თუ ჩვენ გვერდს ვუვლით სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაშინ სხვა ერებსაც აქვთ უფლება, თქვან: ჩვენ ამავე მიდგომას გავიზიარებთ“.

ორმხრივი სროლა საგუშაგოსთან
1
თებერვალი
ორმხრივი სროლა საგუშაგოსთან

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს ღამით ცხინვალის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ქართული პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი, რომლის შედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი. სამხრეთ ოსეთის მხარე ადასტურებს ერთი ადამიანის დაჭრის და ცეცხლის გახსნის ფაქტებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს საპასუხო სროლა იყო მას შემდეგ, რაც ცხინვალის სამხრეთი ნაწილი ქართული სოფლების, ნიქოზისა და ერგნეთის მხრიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნით დაიცხრილა.

კოდორის ხეობის სოფლები დაიბომბა
11
მარტი
კოდორის ხეობის სოფლები დაიბომბა

კოდორის ხეობის სოფლები ჩხალთა, ღენწვისი და აჟარა 11 მარტს, საღამოს დაიბომბა. თბილისი აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაბომბეს. თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზ მებრძოლებს არაფერი აქვთ საერთო ინციდენტთან და ეს ემზარ კვიციანის მომხრეებსა და კოდორის ხეობაში განთავსებულ ქართულ ძალებს შორის შეტაკება იყო.

„დრო იწურება“, - განაცხადა სააკაშვილმა
19
ივნისი
„დრო იწურება“, - განაცხადა სააკაშვილმა

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის დრო იწურება, განაცხადა სააკაშვილმა ბაქოში. პრეზიდენტმა თქვა, რომ უახლოეს თვეებში თბილისი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, დიმიტრი სანაკოევთან მოლაპარაკებებს დაიწყებს რეგიონისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. „ოსებს საქართველოში ყველაფერს მივცემთ, რაზეც კი მათ ოდესმე უოცნებიათ. ეს არის უახლოესი რამდენიმე თვის საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ავტონომიური სტატუსი
5
ივლისი
ახალი ავტონომიური სტატუსი

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ დაიწყო. თბილისმა ორი წლის მანძილზე მეორედ წამოიწყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის „ყოვლისმომცველი პროცესი“. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ პროცესს „უკანონო“ და „აბსურდული“ უწოდა.

კამპანია - „კოკოითი ფანდარასტ“
23
ივლისი
კამპანია - „კოკოითი ფანდარასტ“

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ იწყება დიდი საზოგადოებრივი კამპანია და მისი მიზანი სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის გადაყენებაა. მისი თქმით, მშვიდობიან კამპანიას, სახელწოდებით - „კოკოითი ფანდარასტ“, სამხრეთ ოსეთის ხალხი წარმართავს. „კოკოითი და მისი რეჟიმი მთავარი დაბრკოლებაა რეგიონში მშვიდობის დამყარების გზაზე“, - ამბობს სანაკოევი.

თბილისი მოსკოვს დაბომბვაში ადანაშაულებს
6
აგვისტო
თბილისი მოსკოვს დაბომბვაში ადანაშაულებს

ზემო კოდორის ხეობის დაბომბვიდან ხუთი თვის თავზე, ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე სულ ცოტა ერთმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია და სულ ცოტა ერთი ჭურვი გაისროლა, რომელიც გორის რაიონის სოფლების წითელუბნისა და შავშვების სიახლოვეს დაეცა. საერთაშორისო ექსპერტების ორმა ჯგუფმა ამ ვერსიას დაუჭირა მხარი. რუსული საგამოძიებო ჯგუფი დასკვნას არ ეთანხმება და ინციდენტს ქართულ პროვოკაციას უწოდებს. ეუთოს დებატების დროს გამოჩნდა აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ევროკავშირის ნეიტრალური პოზიცია.

სააკაშვილი გაეროს აკრიტიკებს
6
სექტემბერი
სააკაშვილი გაეროს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება გაეროს „ამორალური და უბადრუკი“ რეკომენდაციები. თბილისი უკმაყოფილო იყო გაეროს გენერალური მდივნის 24 ივლისის მოხსენებით აფხაზეთის შესახებ, სადაც მდივანი თბილისს მოუწოდებს, გაიყვანოს კონფლიქტის ზონიდან ახალგაზრდული ბანაკი. სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო ითხოვს ხმის ამაღლებას, ითხოვს ანგარიშს იმაზე, რა გააკეთეს გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უგუნური, არაადამიანური დანაშაულის შედეგები.

შეტაკება კოდორის ხეობაში
20
სექტემბერი
შეტაკება კოდორის ხეობაში

კოდორის ხეობაში, საქართველოს პოლიციურ ძალებთან შეტაკების შედეგად, ორი ყოფილი რუსი ოფიცერი დაიღუპა, შვიდი აფხაზი მებრძოლი დააკავეს. თბილისმა და სოხუმმა მოვლენების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის გამოძიებამ მომხდარი შეტაკების აფხაზური ვერსია დაადასტურა. ქართული მხარე აცხადებს, რომ გამოიჩენს კეთილ ნებას, აფხაზ მებრძოლებს გაათავისუფლებს და სოხუმში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას გადასცემს.

„კონფლიქტის მოგვარება თვეების საკითხია“
4
დეკემბერი
„კონფლიქტის მოგვარება თვეების საკითხია“

„ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2008

ახალი გზა მუშაკის უღელტეხილზე
4
თებერვალი
ახალი გზა მუშაკის უღელტეხილზე

ბოტლიხის სამთო-სასროლო ბრიგადის ინსპექტირების დროს პუტინი კატეგორიულად ითხოვს მუშაკის უღელტეხილზე გამავალი გზის მშენებლობის სასწრაფო დამთავრებას და აცხადებს: „ეს კიდევ ერთი დერეფანი იქნება საქართველოში“.

რუსეთის სათათბიროს რჩევა
21
მარტი
რუსეთის სათათბიროს რჩევა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მოუწოდებს კრემლს, განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს, განხილულ იქნას „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში განთავსებული [რუსული] სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესაძლებლობა“.

სააკაშვილის მორიგი სამშვიდობო ინიციატივა
28
მარტი
სააკაშვილის მორიგი სამშვიდობო ინიციატივა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოხუმს ახალი სამშვიდობო წინადადება შესთავაზა, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას. „თუ ყველა ამ საკითხზე წავიმუშავებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყინული გალღვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მთლიანად საქართველოს და მათ შორის აფხაზებს, წინ ელის ძალიან გაურკვეველი და რისკით აღსავსე მომავალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთი აორმაგებს „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში
1
აპრილი
რუსეთი აორმაგებს „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში

აპრილის და მაისის თვეებში, რუსეთი საქართველოსთან შეუთანხმებლად აორმაგებს თავისი „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში და ყველა შეთანხმების დარღვევით, „სამშვიდობოებში“ ნოვოროსიის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები შეჰყავს.

პუტინი კონტროლს აძლიერებს
16
აპრილი
პუტინი კონტროლს აძლიერებს

ვლადიმირ პუტინის ახალი ინიციატივა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სტრუქტურებში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნას გულისხმობს - „რათა დამყარდეს პირდაპირი ოფიციალური თანამშრომლობა ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან“.

უპილოტო მზვერავი აფხაზეთის თავზე
20
აპრილი
უპილოტო მზვერავი აფხაზეთის თავზე

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა საფრენმა აპარატმა ჭურვით ჩამოაგდო.

ავტობუსის აფეთქება ხურჩაში
21
მაისი
ავტობუსის აფეთქება ხურჩაში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს, ტელევიზიით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სოფელს ხურჩაში ავტობუსის აფეთქების კადრები ვრცელდება. თბილისი ამბობს, რომ აფხაზეთიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადმოსულ მოსახლეობას სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. „შევისწავლეთ ეს ინციდენტი და დავასკვენით, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც ოფიციალურ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებს. უცნაურია ის, რომ ის ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, არანაირად არ უკავშირდება იმ გზას, სადაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად უნდა გაევლო“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი ოგე ბორჩგრევინკი.

რუსული სამხედრო წვრთნები
30
ივნისი
რუსული სამხედრო წვრთნები

ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთები და ფსბ-ს სასაზღვრო ჯარები ერთკვირიან სწავლებას იწყებენ საქართველოს საზღვრებთან.

სანაკოევის ავტომანქანის აფეთქება
3
ივლისი
სანაკოევის ავტომანქანის აფეთქება

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი სანაკოევის ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, მის კორტეჟს კი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანაკოევის მანქანა „ოსი სეპარატისტის დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა“. მოსკოვი ამბობს, რომ ეს „ინსცენირება“ იყო. შემთხვევის ადგილზე ქართველმა სამართალდამცავებმა არ დაუშვეს დამკვირვებლები სამშვიდობო ძალებიდან და ეუთოდან. 4 ივლისის ღამიდან, ქართულ და ოსურ შეიარაღებულ ძალებს შორის აღარ შემწყდარა ცეცხლი, რაც საბოლოოდ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა.

აფეთქება გალში
6
ივლისი
აფეთქება გალში

ოთხი ადამიანი დაიღუპა ქალაქ გალში აფეთქების შედეგად, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯანსუღ მურატია და გაეროს მისიის გალ